2016 წელს კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსს“ გადაეცა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატი ISO 22000:2005 და 9001:2008 “Bureau Veritas” სასერტიფიკაციო ჰოლდინგის დიდი ბრიტანეთის ფილიალის მიერ.

მინერალური წყალი საირმე არის ერთადერთი ქართული მინერალური წყალი, რომელსაც მიღებული აქვს პრესტიჟული ჯილდო – “უმაღლესი გემოს ჯილდო”, ბრიუსელში არსებული The International Taste & Quality Institute – iTQi – ის მიერ – მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს უმაღლესი ხარისხის საკვებისა და სასმელი პროდუქციის შეფასებას.

2016 წელს, ქ. მოსკოვში ჩატარებულ გამოფენა Prodexpo-ზე, საირმემ ხარისხის კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა და კატეგორიაში – საუკეთესო პროდუქტი ოქროს მედლით დაჯილდოვა.

2015 წელს კომპანიამ “საირმე მინერალ ვოთერს” გაყიდვების მაჩვენებლის მიხედვით მოიპოვა წოდება “წლის ექსპორტიორი 2015” .