შპს „საირმე მინერალ ვოთერს“ CIIE გამოფენაზე ჩინეთში 05-10.11.2018
5-10 ნოემბერს ჩინეთში, ქალაქ შანხაიში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა China International Import Expo - CIIE გაიმართა. 270 000 კვ. მეტრის სივრცე დაეთმო საწარმო და ბიზნეს გამოფენას. 400 000-ზე მეტი შემსყიდველი და 3600 კომპანია ესწრებოდა მსოფლიო მასშტაბით.
ჩინეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს სიდიდით, მოსახლეობის რაოდენობითა და განვითარებული ეკონომიკით. ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე მოხვედრა სხვადასხვა ქვეყნების საწამოებისთვის უდიდესი მიღწევაა.
172 ქვეყანამ ხუთი კონტინენტიდან წარადგინა თავისი პროდუქცია CIIE გამოფენაზე, სადაც საქართველოს მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო. საქართველოდან 53 მწარმოებელსა და ექსპორტიორს მიეცა საშუალებე გაეცნო თავისი პროდუქცია ფართო საზოგადოებისთვის, დაემყარებინათ მჭიდრო საქმიანი კავშირები და გაეფორმებინათ ხელშეკრულებები საერთაშორისო კომპანიებთან. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლებისგან.
შპს “საირმე მინერალ ვოთერს” აღნიშნული გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ. კომპანიამ წარადგინა სხვადასხვა პროდუქცია, რომელსაც აწარმოებს საექსპორტო ბაზრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია უკვე ორი წელია ახორციელებს საკუთარი პროდუქტების ექსპორტს ჩინეთის ბაზარზე, ამ მიმართულებით გაყიდვების გაზრდის პოტენციალი ჯერ კიდევ ამოწურული არ არის. ჩინეთის ბაზარი სტრატეგიულია კომპანიისთვის, ხოლო გამოფენაზე მონაწილეობის მიღება დიდი ნაბიჯია შპს „საირმე მინერალ ვოთერს“-სთვის წარმომადგელობისა და სამომხმარებლო მოთხოვნის გაზრდის მხრივ.