2016 წლის დეკემბერში, კომპანია “საირმე მინერალ ვოთერს”-მა კიდევ ერთი ახალი ბრენდი დაემატა.

კომპანიამ დაიწყო 100%ით ნატურალური ლიმონათის წარმოება.

ლიმონათი “თბილისური” – უალკოჰოლო გაზიანი სასმელი, მზადდება საქართველოში მოპოვებული ნატურალური პროდუქტებისგან. სწორედ ამიტომ გამოირჩევა მსუბუქი, შესანიშნავი გემოთი.

ამ ეტაპზე, იწარმოება ლიმონათი “თბილისურის” მხოლოდ ორი სახეობა: მსხალი და ტარხუნა

ლიმონათი “თბილისური” განკუთვნილია ექსპორტისთვის.

ის უკვე გამოჩნდა აზერბაიჯანის, ჩინეთისა და რუსეთის ბაზარზე.

კომპანია “საირმე მინერალ ვოთერსი” უახლოეს მომავალში გეგმავს საექსპორტო ბაზრის გაფართოებას