website under construction website under construction website under construction website under construction website under construction
საირმის ლეგენდა

პირველი ცნობები საირმის შესახებ 19-ე საუკუნის ბოლოდან გვხვდება. ირმების საყვარელი ადგილი, იმერეთის ტყეში, რომელიც ერისთავების ოჯახს ეკუთვნოდა (შუასაუკუნეების არისტოკრატული ოჯახი) პირველად მონადირეებმა შეამჩნიეს.

ერთერთი ყველაზე გავრცელებული ლეგენდის თანახმად, პირველად წყალი მონადირე ძმებმა აღმოაჩინეს, რომლებიც დაჭრილ ირემს მისდევდნენ. უეცრად შენიშნეს, რომ ქვებზე ჯადოსნური წყალი მოდიოდა, რომელსაც ირმები რიგრიგობით სვამდნენ. სწორედ ამიტომ ამ ადგილს ეწოდა საირმე - ირმების ადგილი.

მალე ტერიტორია მწყემსების საყვარელ ადგლად იქცა, რომლებმაც ადგილზე ერთი საოცრება შენიშნეს. ნაკადულთან ახლოს ერთ ადილას ბალახი ამოსულიყო, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს მწვანედ ბიბინებდა. ამავე ადგილას, თოვლი მიწაზე დაცემისთანავე ლღვებოდა, წვიმა კი შრებოდა. ამ ჯადოსნური მდელოს საუდუბლო გეოლოგებმა მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამოხსნეს, მაშინ როდესაც აღმოაჩინეს მიწისქვეშა თერმული წყლები.