website under construction website under construction website under construction website under construction website under construction
კურორტი საირმე

ბუნების გულში


საირმის სამკურნალო მინერალური წყლის ისტორია და პოპულარობა მჭიდროდ უკავშირდება საირმის კურორტს. საირმე მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში მცირე კავკასიონის ქედის გულში. ეს არის მესხეთის ქედის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი.

საირმე ითვლება იდეალური ბაზისთვის, ვისაც მცირე კავკასიონის ქედის ალპური ზონის შესწავლა სურს. სამხრეთ-აღმოსავლეთით დაკავშირებულია ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკთან.

მის მახლობლად არის უამრავი უძველესი ეკლესია და მონასტრები, უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტი ქმნის უჩვეულო გარემოს და შეანიშნავ პირობებს ტურიზმის განვითარებისთვის.


სამოთხის კუთხე


საირმე მიეკუთვნება ნოტიო სუბტროპიკულ ზონას. ზომიერი კლიმატი განაპირობებს თბილ ზამთამთარსა და გრილ ზაფხულს. თოვლი შესაძლოა ოქტომბერშიც კი მოვიდეს, თუმცა ნალექი დიდხანს არ ნარჩუნდება. თბილი ამინდები კურორტზე 5 თვე გრძელდება. საირმეში ძლიერი ქარი იშვიათია.


მკურნალობა


საბჭოთა პერიოდში კურორტი საირმე უნიკალურ, სამკურნალო კურორტად ითვლებოდა ელიტარული საზოგადოებისთვის და მთავრობის წევრებისთვის. ცოტა ხნის წინ კურორტი მთლიანად განახლდა და მოხდა მისი მოდერნიზება. კურორტის სამკურნალო წყალი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: თირკმლის პათოლოგიები, შარდსასქესო სისტემის ანთებითი პროცესები, ნაღვლის ბუშტთან, ღვიზლსა და ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები.


გარდა ამისა, სამკურნალო წყლები გამოიყენება ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, ძვლებისა და სახსრების დაავადებების სამკურანლოდ, ასევე ენდოკრინოლოგიური პრობლემებისას.


გზა საირმემდე


მდინარე წაბლარა – „მცირე კავკასიონის მშვენება“ – მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე იღებს სათავეს, ბარისკენ ეშვება და ბაღდათთან მდინარე ხანისწყალს ერთვის. ვიწრო და ღრმა ხეობაში წაბლარას პატარა მდინარე ბოსტანა უერთდება. სწორედ ამ ადგილას, ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 950 მეტრის სიმაღლეზე კურორტი საირმეა გაშენებული.

საირმეს აღმოსავლეთით მწვერვალი დიდმაღალი (ზ.დ. 2585 მეტრი), დასავლეთით კი, მესხეთის ქედის ყველაზე მაღალი, მეფისწყარო (ზ.დ. 2848 მეტრი) დაჰყურებს. კურორტი მრავალ ჰექტარზე გადაჭიმული შერეული ტყითაა გარშემორტყმული – ნაძვი, ურთხმელი, წიფელი, ცაცხვი, წაბლი, თელა. ასწლოვანი ხეების სიმაღლე 50 მეტრს აჭარბებს, დიამეტრი კი ერთ მეტრზე მეტი აქვს.

გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია საირმის კურორტზე? ეწვიეთ კურორტის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.sairme.com.ge