website under construction website under construction website under construction website under construction website under construction
წყაროს წყალი "ნაკადული"

ნატურალური, არაგაზირებული, მთის წყაროს წყალი “საირმის ნაკადულები” ფორმირდება საირმის რაიონში, დასავლეთ საქართველო, იმერეთის რეგიონი. “საირმის ნაკადულების” რეალიზება მხოლოდ საექსპორტო ბაზარზე ხდება. წყაროს წყალი იქმნება 2000 მ სიმაღლეზე, მდინარე წაბლარისწყალის დაცულ ნაწილში, მთის ღრმა ქანებში, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტერიტორიაზე. “საირმის ნაკადულები” მიკრობიოლოგიურად სუფთა წყალია, რომელიც ბუნებრივ ფილტრაციას მთის ქანების მრავალრიცხოვან ფენებში გადის.

“საირმის ნაკადულეს” ოპტიმალური ქიმიური შემადგენლობა აქვს, რომელიც პასუხობს ადამიანის ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს, მისი, როგორც ნატურალური სასმელი წყლის, საჭმლის მომზადების და სხვა სახით მოხმარება, ყოველდღე, შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი.

წყალს აქვს საოცრად რბილი გემო. მისი საერთო სიხისტე 2მგ-ეკვ./ლ-ზე ნაკლებია. წყლის მინერალიზაცია – 0,13-0,24 გ/ლ.

ბოთლში ჩამოსხმული სუფთა წყალი, ასევე რეკომენდირებულია ბავშვებისთვისაც.