website under construction website under construction website under construction website under construction website under construction
მინერალური წყალი "საირმე"

საირმის წყალი ყალიბდება მიწის ქერქის ვულკანურ-დანალექი ქანების ზონებში, სადაც ის ხდება ბუნებრივი კარბონატებით გაჯერებული და ამ წიაღიდან მოედინება ბუნებრივი წყაროების სახით.

საირმე მინერალური წყლის განსაკუთრებული თვისებები:

– უნიკალური ქიმიური შემადგენლობა, ჰიდროკალციუმ-ნატრიუმის შემცველობის მქონე სხვა სახის მინერალური წყლებისგან განსხვავებული.

– ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტები – მეტასილიციკის და ორთობორიკის მჟავეები კონცენტრირებულ კონდიციებში.

– დაბალანსებული მინერალიზაცია (3 – 5 გ/ლ); სასარგებლო მინერალების არსებობა მოცემულ მოცულობაში საშუალებას იძლევა დიდი რაოდენობით წყლის გამოყენების შესაძლებლობას, პროფილაქტიკის და სამკურნალო მოხმარების უფრო ფართო დიაპაზონით, რაც მას უფრო ნაყოფიერს ხდის.

ამ განსაკუთრებული თვისებების კომბინაცია წყალს ხდის უნიკალურს და ძალიან სასარგებლოს, სხვადასხვა დაავადებების პრევენციისათვის, კერძოდ – მეტაბოლიზმის, გასტროენტოროლოგიის და უროლოგიის.

წყალი საირმე განსხვავდება ნაზი ბუშტებით და საოცრად რბილი გემოთი.

საირმე არის ერთადერთი ქართული მინერალური წყალი, რომელსაც ორჯერ ააქვს მიღებული უმაღლესი ჯილდო სამი ვარსკვლავი - Superior Taste Award - პრესტიჟულ ევროპულ კონკურსზე International Taste & Quality (iTQi), ბრუსელი. ეს არის მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაცია კვების პროდუქტებისა და პროდუქტების ხარისხის შეფასების სფეროში.

დღესდღეობით მინერალური წყლის “საირმის” რეალიზება ხდება, როგორც ადგილობრივ, ისე სააქსპორტო ბაზარზე.