ჩვენ შესახებ

შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“  არის ერთ-ერთი წამყვანი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი წყლის მწარმოებელი კომპანია საქართველოში.

კომპანია აწარმოებს გაზირებულ მინერალურ და არაგაზირებულ წყაროს წყალს - ცნობილი ქართული ბრენდის „საირმეს“ სახელით. ამასთანავე აწარმოებს წყაროს წყალს - „ნაკადულს“, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართული ბაზარზე. 

კომპანია შედგება სამი ძირითადი განყოფილებისგან, რომლის ცენტალური ოფისიც მდებარეობს ქალაქ თბილისში.  
დღესდღეობით კომპანია წარმოდგენილია, როგორც ლოკალურად ქართულ ბაზარზე  ასევე გადის ექსპორტზე მსოფლიოს  17 -ზე მეტ სხვა ქვეყანაში.

 შპს “საირმე მინერალ ვოთერს”– მიენიჭა ISO 9001:2008 შესაბამისობის სერტიფიკატი დიდი ბრიტანეთის სასერტიფიკაციო ჰოლდინგის  “Bureau Veritas” მიერ. 2013 წელს კომპანიას უკვე მიღებული ჰქონდა აღნიშნული ხარისხის სერტიფიკატი  “General Surveillance Association” – ის მიერ.

საირმეში პირველი წყლის ჩამომსხმელი ქარხანა 1944 წელს გაიხსნა. იმ დროისათვის მინერალური წყლის ჩამოსხმა, მხოლოდ პრიმიტიული გზით ხდებოდა, მოგვიანებით კი ეს სისტემა და აღჭურვილობა შეიცვალა და უფრო მოდერნიზებული გახდა.


პროდუქცია ვრცელდებოდა საბჭოთა კავშირის უზარმაზარ ბაზარზე, რომელიც მოიცავდა თითქმის ყველა წერტილს. თუმცა
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მილიონობით კეთილგანწყობილი მომხმარებლის  მიუხედავად, ქარხანაც შეჩერდა და მინერალურ წყალ საირმეს უკვე მხოლოდ კურორტ საირმეში მოიხმარდნენ.


2006 წელს, “საირმე მინერალ ვოთერს”- მა მიიღო ოფიციალური, სახელმწიფოს მიერ აღიარებული ლიცენზია და გახდა საირმის კურორტზე ჩამოსხმული მინერალური წყლის ერთადერთი ავტორიზებული მწარმოებელი. იმ დროისათვის საირმის წყლები უმეტესად ქართულ ბაზარზე იყიდებოდა.

პირველი ცნობები საირმის შესახებ მე-19 საუკუნის ბოლოდან გვხვდება. ირმების საყვარელი ადგილი, იმერეთის ტყეში, რომელიც ერისთავების ოჯახს ეკუთვნოდა  პირველად მონადირეებმა შეამჩნიეს.


ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ლეგენდის თანახმად, პირველად წყალი მონადირე ძმებმა აღმოაჩინეს, რომლებიც დაჭრილ ირემს მისდევდნენ. უეცრად შენიშნეს, რომ ქვებზე ჯადოსნური წყალი მოდიოდა, რომელსაც ირმები რიგ-რიგობით სვამდნენ, სწორედ ამიტომ ამ ადგილს ეწოდა საირმე - ირმების ადგილი.


მალე ტერიტორია მწყემსების საყვარელ ადგილად იქცა, რომლებმაც იქ ერთი საოცრება შენიშნეს. ნაკადულთან ახლოს ერთ ადგილას ბალახი ამოსულიყო, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს მწვანედ ბიბინებდა. ამავე ადგილას თოვლი მიწაზე დაცემისთანავე ლღვებოდა, წვიმა კი შრებოდა. ამ ჯადოსნური მდელოს საიდუმლო გეოლოგებმა მე-20 საუკუნის ოციან წლებში ამოხსნეს, მაშინ, როდესაც მიწისქვეშა თერმული წყლები აღმოაჩინეს.

საირმის წყლის ჩამომსხმელი ქარხანა კურორტ საირმეში მდებარეობს. წყალი საწარმომდე მილსადენების მეშვეობით მიედინება, იფილტრება, შემდეგ კი შუშისა და პეტ ბოთლებში, სხვადასხვა ლიტრაჟებში ჩამოისხმევა.


უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში, კომპანიამ ჩაატარა სრული მოდერნიზაცია და რეკონსტრუქცია. დღესდღეობით, წარმოება აღჭურვილია თანამედროვე ევროპული ტექნიკით წარმოების ციკლის ყველა ეტაპზე. მინერალური წყლის ჩამომსხმელი დანადგარები შეცვალა თანამედროვე იტალიურმა ხაზმა, რომელიც მთლიანად ავტომატიზირებულია და აღჭურვილია კომპიუტერული სისტემებით. 


ქარხანაში დამონტაჟებულია სხვადასხვა ბოთლებში წყლის ჩამომსხმელი ორი ავტომატური წარმოების ხაზი, რომლის წყალობითაც ერთ თვეში შეიძლება ჩამოისხას იმ რაოდენობის წყალი, რომელიც მოდერნიზაციამდე ერთ წელიწადს მოითხოვდა.


ასევე თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი ქარხნის ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის რეგულარულ და მკაცრ კონტროლს, წარმოების ყველა ეტაპზე.

მინერალური წყალი „საირმე“ არის ერთადერთი ქართული მინერალური წყალი, რომელსაც მიღებული აქვს პრესტიჟული ჯილდო “Superior Taste Award” International Taste & Quality Institute-სგან. აღსანიშნავია, რომ პირველი ჯილდო წყალმა 2013 წელს მიიღო და 2016 წლის კონკურსზე, ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით, მინერალური წყალი „საირმე“-ს გამორჩეული გემა კვლავ გახდა უმაღლესი ჯილდო - სამი ვარსკვალვის მფლობელი. შესაბამისად, მინერალური წყალი „საირმე“ წარმოადგენს ერთადერთ მინერალურ წყალს, რომელმაც ორჯერ მოიპვა უმაღლესი რანგის ჯილდო.

2016 წლის მარტში შპს „საირმე მინერალ ვოთერს“-ის ხარისხის მართვის სისტემას ISO 22000:2005 და 9001:2008 სერტიფიკატები მიენიჭა “Bureau Veritas”-ის საერთაშორისო სააგენტოს მიერ.

2015 და 2017 წლებში შპს „საირმე მინერალ ვოთერს“ გადაეცა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდო „Leader of the Year“ და „Exporter of the Year“, როგორც საქართველოს მასშტაბით ოქროს რეიტინგში შემავალ საწარმოს ფინანსური და ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით.

2016 წელს ქალაქ მოსკოვში, საკვები პროდუქტების, სასმელების და ნედლეულის გამოფენაზე „პროდექსპო 2016“ შპს „საირმე მინერალ ვოთერს“-ი გახდა გამარჯვებული კატეგორიაში - „ოქროს პროდუქტი 2016“ და გადაეცა ოქროს მედალი.