"საირმე მინერალ ვოთერსი" არის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი, თანამედროვე და მაღალტექონოლოგიური წყლის მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს გაზირებულ მინერალურ წყალს ცნობილი ქართული ბრენდის საირმეს სახელით. ასევე აწარმოებს წყაროს წყალს "ნაკადულს" მხოლოდ ქართული ბაზრისთვის. კომპანიის გაყიდვები იზრდება ყოველწლიურად, როგორც ქართულ, ასევე საექსპორტო ბაზარზეც.
დღესდღეობით "საირმე მინერალ ვოთერსის" პროდუქცია მსოფლიოს 17-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ისიამოვნოს პრემიალური პროდუქტით, რომელიც ქართული ბუნების საჩუქარია.
2017 წელს კომპანიამ თავისი საექსპორტო ბაზარი გააფართოვა და პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალს ბაჰრეინი და ყატარი დაემატა.
შპს “საირმე მინერალ ვოთერს”, საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების თანახმად ოქროს ხუთეულის ტოპ-ხუთეულშია, კრიტერიუმით “ექსპორტ-იმპორტის მოცულობა”.