საირმის მინერალური წყლები ზღვის დონიდან 950 მეტრზე მდებარეობს, მესხეთის ქედის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც ფერდობზე - მდინარე წაბლარისწყალის ხეობაში.
მთის წყაროს წყალი საირმე ფორმირდება 2000 მეტრ სიმაღლეზე წაბლარისწყლის ხეობის დაცულ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილას - საირმის ტერიტორიაზე, საქართველოს დასავლეთ ნაწილში, მცირე კავკასიონის ქედის ცენტრში.
მინერალური წყალი რამდენიმე წყაროდან მოედინება, რომელთაგან თითოეული ხასიათდება უნიკალური ქიმიური შემადგენლობით, ამჟამად ასეთი სულ 11 წყაროა.
წყალი ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის 70%-ს, ხოლო ახალშობილის ორგანიზმის 90%-ს წარმოადგენს. წყლის ძირითად ნაწილს ჩვენს სხეულში სისხლი შეიცავს, რომელიც უჯრედებს საკვებ ნივთიერებებს, მინერალებს გადასცემს და ათავისუფლებს მათ ნარჩენებისა და ტოქსინებისგან.
ყოველდღე, თქვენი სხეული ბუნებრივი გზით კარგავს დაახლოებით 2 ლიტრ წყალს და მნიშვნელოვან მინერალებს, რომლებიც თავისთავად საჭიროებენ აღდგენას იმისათვის, რომ შეძლოთ მუშაობა და ცხოვრებით ტკბობა. ზაფხულში, სასარგებლო მინერალებისა და წყლის დანაკარგი ორგანიზმში იზრდება, თქვენი სხეული კი გაგრილებისათვის უფრო სწრაფად ხარჯავს ორგანიზმში არსებულ ძვირფასი წყლის მარაგს.
მინერალური წყალი, ონკანის წყალთან შედარებით, შეიცავს ბევრად მეტ მინერალს და მიკრო-ელემენტს, რომლებიც სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის.
მიირთვით ყოველდღე საირმის მინერალური წყალი, რათა შეინარჩუნოთ თქვენი სხეულის ბუნებრივი ბალანსი.
საირმეს წყალი უძველესი დროიდან ცნობილია მისი უნიკალური თვისებებით, რომელიც ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. საბჭოთა კავშირის დროს საირმეს წყალი იწარმოებოდა ექსკლუზიურად და ხელმისაწვდომი იყო ადამიანების შეზღუდული ჯგუფებისთვის.
საირმის წყალი არის უნიკალური, ნატურალური საშუალება ისეთი დაავადებების პრევენციისათვის, როგორებიცაა: თირკმლის პათოლოგიები, შარდსასქესო სისტემის ანთებითი პროცესები, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლისა და ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები.
პროდუქტის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ფუძე-მჟავური ბალანსის რეგულაციას და სისხლძარღვების გაფართოებას. ამასთანავე მცირდება სკლეროტიული პროცესის განვითარების რისკი, ხოლო გონებრივი აქტიურობა მატულობს.
გარდა სამკურნალო ეფექტისა მისი უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე საირმეს წყალს აქვს საოცრად რბილი გემო და მისი მოხმარება შეიძლება ყოველდღიურად, შეზღუდვების გარეშე. ასევე ის არის არაჩვეულებრივი დამატება ნებისმიერი სახის საკვებთან და ალკოჰოლურ სასმელთან.