მინერალური წყალი “საირმე”
თქვენს
არჩევანზე
მორგებული
პროდუქტი
ნატურალური გაზირებული მინერალური წყალი საირმე ყალიბდება მიწის ქერქის, ვულკანურ-დანალექ ქანების ზონებში, სადაც ის ხდება ბუნებრივი კარბონატებით გაჯერებული, შემდეგ კი წიაღიდან მოედინება ბუნებრივი წყაროების სახით.
წყალი საირმე განსხვავდება ნაზი ბუშტებით და საოცრად რბილი გემოთი. ის არის ერთადერთი ქართული მინერალური წყალი, რომელსაც ორჯერ აქვს მიღებული უმაღლესი ჯილდო სამი ვარსკვლავი - Superior Taste Award - პრესტიჟულ ევროპულ კონკურსზე International Taste & Quality (iTQi), ბრუსელში. ეს არის მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაცია კვების პროდუქტებისა და პროდუქტების ხარისხის შეფასების სფეროში.
დღესდღეობით მინერალური წყლის “საირმის” რეალიზება ხდება, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე.
მინერალური ანალიზი:
საირმე მინერალური წყლის განსაკუთრებული თვისებები:

უნიკალური ქიმიური შემადგენლობა -  ჰიდროკალციუმ-ნატრიუმის შემცველობის მქონე, სხვა სახის მინერალური წყლებისგან განსხვავებული.
ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტები – მეტასილიციკის და ორთობორიკის მჟავები კონცენტრირებულ კონდიციებში.

დაბალანსებული მინერალიზაცია (3 – 5 გ/ლ); სასარგებლო მინერალების არსებობა მოცემულ მოცულობაში საშუალებას იძლევა წყლის დიდი რაოდენობით გამოყენების, პროფილაქტიკის და სამკურნალო მოხმარებისთვის უფრო ფართო დიაპაზონით, რაც მას უფრო ნაყოფიერს ხდის.

სწორედ ამ განსაკუთრებული თვისებების კომბინაციიდან გამომდინარე საირმის წყალი არის უნიკალური  და ძალიან სასარგებლოს სხვადასხვა დაავადებების პრევენციისათვის, კერძოდ – მეტაბოლიზმის, გასტროენტეროლოგიის და უროლოგიის. ასევე წყალი არის უნიკალური, ნატურალური საშუალება ისეთი დაავადებების პრევენციისათვის, როგორებიცაა: თირკმლის პათოლოგიები, შარდსასქესო სისტემის ანთებითი პროცესები, ნაღვლის ბუშტთან, ღვიძლსა და ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები. პროდუქტის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ფუძე-მჟავური ბალანსის რეგულაცია და სისხლძარღვების გაფართოებას. ამასთანავე ხელს უწყობს სკლეროტიული პროცესების შემცირებას და ზრდის გონებრივ აქტიურობას. 

გარდა სამკურნალო ეფექტისა, უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე საირმეს წყალს აქვს საოცრად რბილი გემო და მისი მოხმარება შეიძლება ყოველდღიურად, შეზღუდვების გარეშე. ასევე ის არის არაჩვეულებრივი დამატება ნებისმიერი სახის საკვებთან და ალკოჰოლური სასმელთან. 



 
მინერალიზაცია
3-5 g/l
მინერალიზაცია

საირმეს წყალი, მისი უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე, ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. პროდუქტი გამოირჩვეა დაბალანსებული საშუალო მინერალიზაცით (3-5გ/ლ), სწორედ ამიტომ მისი გამოყენება  შეიძლება პროფილაკტიკისთვის ყოველდღიურად.

გარდა სამკურნალო თვისებებისა, მისი უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე, საირმეს აქვს ძალიან რბილი გემო, რაც მას ხდის შესანიშნავ დანამატად ნებისმიერ საკვებთან თუ ალკოჰოლურ სასმელთან.

ca2+
150 mg
კალციუმი
ზრდასრული ადამიანისთვის, კალციუმის ყოველდღიური მიღება რეკომენდირებულია დაახლოებით 1.000 მგ. ეს რაოდენობა მერყეობს ასაკის და სქესის მიხედვით. მაგალითად - 40 წელს გადაცილებული ქალები, საჭიროებენ უფრო მეტ მინერალებს, რადგან მენოპაუზის შემდეგ მათი ორგანოები გადიან ჰორმონალურ ცვლილებს.

ყოველდღიურად ჩვენ ვიღებთ კალციუმს სხვადასხვა საკვების მეშვეობით, ესენია: რძის ნაწარმი (რძე, ყველი, იოგურტი), თეთრი ლობიო, დაკონსერვებული თევზი, მარცვლეული და ზოგიერთი ხილი. საირმის მინერალური წყალი გთავაზობთ კალციუმის დღიურ იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა თქვენი ორგანიზმისთვის, ვინაიდან მას აქვს კალციუმის დაბალანსებული შემადგენლობა 270 მგ/ლ-მდე.

რამოდენიმე სამედიცინო კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიკარბონატის შემცველობა წყალში (HCO3-) აუმჯობესებს კალციუმის შენარჩუნებას ადამიანის სხეულში
na+
550 mg
ნატრიუმი
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ნატრიუმის შემცველობა მინერალურ წყალში ამცირებს სისხლძარღვთა დაავადებების და მეტაბოლური სინდრომის წარმოქმნის რისკს. სხვა კვლევების თანახმად, ნატრიუმი ბიკარბონატით მდიდარ წყლებში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს არტერიული წნევის შემცირებაში. თუმცა, ეს რეკომენდაცია უნდა შესრულდეს ზომიერად, რადგან ნატრიუმის ყოველდღიური მიღება უნდა იქნეს შემცირებული.

ნატრიუმი არ უნდა შეგეშალოთ სუფრის მარილში. ქლორთან ერთად (Cl), ნატრიუმი იძლევა სუფრის მარილს, რომელიც რეალურად ზრდის თქვენს არტერიულ წნევას. მაგრამ ბიკარბონატებთან ერთად (HCO3-) ანუ, მინერალურ წყალში, ნატრიუმი ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას.

საირმე გთავაზობთ ნატრიუმის დაბალ შემცველობას, სხვა მინერალურ წყლებთან შედარებით, მასში ნატრიუმის შემცველობა – საშუალოდ 550 მგ/ლ, რაც საშუალებას გაძლევთ დატკბეთ სასიამოვნო გემოთი ყოველდღე. ამავდროულად, საირმე გიცავთ გულძმარვისაგან, რადგან მასში ნატრიუმი კომბინირებულია ბიკარბონატებთან ერთად.
mg2+
80 mg
მაგნიუმი
ზრდასრული ადამიანისთვის მაგნიუმის (Mg) ყოველდღიური მიღების რეკომენდებული დოზა არის დაახლოებით 300 მგ. ის ეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების შემსუბუქებას, მათ შორის, ხსნის კუნთების სპაზმს, პრემენსტრუალურ დაძაბულობას და ახდენს თირკმელებში კენჭების წარმოქმნის პრევენციას. ასევე გვეხმარება კუნთების კარგი მდგომარეობის, ნერვული ფუნქციის, გულის დაბალანსებული რითმის შენარჩუნებაში და ხელს უწყობს იმუნური სისტემის სიჯანსაღეს და ძვლების სიძლიერეს.

რა თქმა უნდა, მაგნიუმის მიღების სხვა საშუალებებიც არსებობს. მაგნიუმს ასევე შეიცავს: ყავისფერი ბრინჯი, ნუში და ისპანახი. მაგრამ, სასმელ მინერალურ წყალს მაგნიუმთან ერთად, სხვა სასარგებლო მინერალების შემატებაც შეუძლია თქვენი ორგანიზმისათვის. საირმე გვაწვდის 130 ლ./მგ-მდე მაგნიუმს.


მიირთვით ყოველდღე ბუნებრივი სიჯანსაღის წყარო.
უნიკალურად დაბალანსებული შემადგენლობა.
ნატურალური მინერალები და გამორჩეული გემო

ჯილდოები & სერტიფიკატები

მინერალური წყალი საირმე არის ერთადერთი ქართული მინერალური წყალი, რომელმაც მიიღო პრესტიჟული ჯილდო – “უმაღლესი გემოს ჯილდო”, ბრიუსელში არსებული The International Taste & Quality Institute – iTQi – ის მიერ – მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს უმაღლესი ხარისხის საკვებისა და სასმელი პროდუქციის შეფასებას.

more
შპს საირმე მინერალ ვოთერს

ბესიკის კუჩა #4, მე-5 სართული, ოფისი 503,

1050, საქართველო, თბილისი.

ტელეფონი : +995 322 144 884 შეტყობინების გაგზავნა