ლიმონათი “საირმე”
თქვენს
არჩევანზე
მორგებული
პროდუქტი

წყლის გარდა, კომპანიის პორტფელი სასმელების ხაზს - „Lemonades by Sairme“ აერთიანებს.

ბრენდი Lemonades by Sairme პრემიუმკლასის გამაგრილებელი სასმელის ხაზია, რომელიც აერთიანებს წყლის წარმოების დარგში საქართველოს წამყვანი მწარმოებლის მრავალწლიან გამოცდილებას და ტრადიციული ლიმონათების საუკეთესო თვისებებს. ბრენდის შექმნის მიზანი იყო მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ნამდვილი ქართული გემო, რომელიც გამყარებულია „საირმის“ სახელით, საერთაშორისო რეპუტაციითა და ნდობით.

უნიკალური წყლისა და დროში გამოცდილი რეცეპტების გამოყენებით, კომპანიამ შექმნა პროდუქტი, რომელიც ერთდროულად აცოცხლებს ნოსტალგიურ მოგონებებს და წარმატებით იმკვიდრებს თავს საერთაშორისო ბაზრებზე. გამაგრილებელი სასმელის პრემიუმ ხარისხის შესანარჩუნებლად, ლიმონათები ექსკლუზიურად მხოლოდ შუშის ბოთლებში იწარმოება.

Lemonades by Sairme აერთიანებს საქართველოსთვის დამახასიათებელ ოთხ გამორჩეულ გემოს: ტარხუნას, მსხალს, ფეიხოასა და საფერავს. განსაკუთრებული ხარისხის წყალობით, ეს სასმელები დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: ლატვიაში, ლიეტუვაში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და სხვა ბაზრებზე.

შპს საირმე მინერალ ვოთერს

ბესიკის კუჩა #4, მე-5 სართული, ოფისი 503,

1050, საქართველო, თბილისი.

ტელეფონი : +995 322 144 884 შეტყობინების გაგზავნა